“ეს კიდევ ერთი ფარსია, რომელსაც ქართული ოცნება აწყობს. რაღაც არგუმენტები მოვისმინეთ – საფრანგეთის მაგალითი, იმ ქვეყნის მაგალითი, ძლივს ამ ქვეყანაში შეიქმნა დამოუკიდებელი ინსტიტუციის ჩანასახი და ფაქტია, რომ თქვენ ამის მოშთობა გინდათ. ამიტომ მე კითხვა მაქვს, რეალური მიზეზი რა არის? რატომ იღებთ ამ კანონს? ან რაღაცის გეშინიათ… ლონდამ შეგაშინათ, ასე გამოდის, ერთმა ადამიანმა თავისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებით შეგაშინათ. გეშინიათ და ამიტომ იღებთ ამ კანონებს? თუ რის გამო იღებთ.
თქვენი აზრით, თქვენი თანაგუნდელები რატომ არ არიან [დარბაზში], რცხვენიათ ამ კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა და მარტო დაგტოვეს ამ კანონპროექტის წარდგენის დროს? სულ 4-5 კაცი იყავით დარბაზში, პირველი შემთხვევაა, რომ ოპოზიცია უმრავლესობაში იყო ამ დარბაზში. რა მოხდა, შეეშინდათ? არ უნდათ, რცხვენიათ ამაში მონაწილება, რომ ასეთ საძაგელ კანონს იღებთ ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე. უკან მოიხედეთ, ცარიელია ტრიბუნები, ესეც მიუთითებს, რამდენად მძიმე ვითარებაა”
მიმართა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ქართული ოცნების დეპუტატებს, რომლებიც ინპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტზე მსჯელობენ.