“რატომ მილიონები თქვენს კომპანიებს და მხოლოდ 200 ლარი ბავშვებს?”, – ასე ეხმიანება სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე გახარიას მიერ ბავშვებისთვის 200–ლარიანი დახხმარებების დაანოსნებას.
მისი განცხადებით, მთავრობა 5 მილიარდის სესხი აიღო, რაც მოქალაქეების გადასახდელია.
“მინდა ვისაუბრო გუშინდელ ცინიკურ განცხადებებზე, რომელიც გიორგი გახარიასგან მოვისმინეთ. 5 მილიარდის ოდენობის სესხი აიღო საქართველომ, რაც ჩვენი გადასახდელია. რატომ მილიონები თქვენს კომპანიებს და მხოლოდ 200 ლარი ბავშვებს? რატომ ეძლევათ კაპიკები უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს და რატომ მიდის მილიონები თქვენ ჯიბეში? ნუთუ არ გრცხვენიათ, რომ უმძიმესი კრიზისის დროს ფულის კეთებაზე ხართ გადასული. უნდა გააორმაგოთ ეს დახმარება, გაცილებით მეტი უნდა გააკეთოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის და არა ის, რომ ცინიზმით გამოხვიდეთ, ხალხს უთხრათ, რომ კაპიკები გადმოგიგდეთ და ბედნიერები იყავით ამისგანო და მერე მილიონები თქვენს კომპანიებს გაუფორმოთ“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
მთავრობა 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვს 200 ლარით ერთჯერადად დაეხმარება.
გარდა ამისა, ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებს ის 80 ათასი თვითდასაქმებული, რომლემაც დახმარების მისაღებად დოკუმენტები ვერ წარადგინა.
გახარიას თქმით, მთავრობა განაგრძობს კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას და ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, თვეში 200 კილოვატ-საათი ელექტროენერგიისა და 200 კუბური მეტრი გაზის საფასურს თავად დაფარავს.