დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე განმარტავს თუ რატომ უნდა ატაროს პირბადე ყველამ და არა მხოლოდ ავადმყოფმა. მისი განმრტებით აქამდე თუ პირბადის ტარება სავალდებულო იყო მათთვის ვინც ავადმყოფი იყო ახლა სხვა რეალობაა და ვირუსი ზოგიერთ ადამიანში უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შეიძლება იყვნენ ვირუსის გამავრცელებლები.
“ბევრი იტყვის და კი ბატონო, მეც ვამბობდი თავიდან, რომ ავადმყოფს უნდა ეკეთოს პირბადე, მაგრამ ჯანმრთელს არა. მაგრამ ამ დაავადებამ აჩვენა, რომ უსიმპტომო შეიძლება იყოს საკმაოდ ბევრი.აქედან გამომდინარე, ჩვენ წინასწარ ხომ არ ვიცით, ვინ არის ავად, ვინ არ არის ავად, ამიტომაც, უნდა შევწუხდეთ და სანამ ეს დაავადება იქნება, სამწუხაროდ, უნდა ვატაროთ ნიღბები იქ, სადაც რისკია იმისა, რომ ჩვენ შეიძლება, ვიღაც სხვა გავხადოთ ავად. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა” განაცხადა იმნაძემ.