”არვიცი ჩემთვის არ არის ცნობილი არ მაქვს სანქციები, რატომ უნდა მქონოდა? რა ხდება? ან სხვები რატომ დაასანქცირეს? […] რა ხდება ქვეყანაში? რა ხდება?! მე ვფიქრობ მშვიდი სიტუაციაა ქვეყანაში.. კარგი ამინდია”.

ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა დასანქცირებული.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.