“არასასურველი ცილისმწამებლური კამპანია აგორდა ამ ბავშვთა სახლის წინააღმდეგ, ამ ბავშვების წინააღმდეგ. ფაქტიურად, ამის ნამდვილი მიზანი არის ეკლესიის დისკრედიტაცია. გარკვეულმა არხებმა ძალიან ტენდენციურად დაიწყეს ამის გაშუქება და საშიენლ ცილისწამებაზე გადმოვიდნენ და ამიტომ ჩვენში აბსოლუტურად დაკარგეს ყოველგვარი ნდობა.
მე რატომ უნდა შემოვუშვა? თქვენ თუ თქვენს შვილებთან არ შეუშვებთ და არ გაარყვნევინებთ საკუთარ შვილებს, ეს ბავშვები მე გავზარდე აქ, ჩემი შვილები არიან, რატომ უნდა შემოვუშვა? ამ ბავშვების ცოდვაში გავეხვე? ამას სიკვდილი მირჩევნია”
ამბობს მეუფე სპირიდონი ობიექტივთან ინტერვიუში. სახალხო დამცველს პანსიონში შესვლის და მონიტორინგის განხორციელების საშუალება არ ეძლევა.