გიგი უგულავა ფოთის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარდგა. მისი თქმით, მერობის კანდიდატი იმიტომ არის, რომ 2 ოქტომბერს რეფერენდუმი იქნება.
“ბევრი მეკითხება უკანასკნელი დღეებია, რატომ ფოთი, რატომ მე, რატომ 5 ნომერი? მე მაქვს ერთი მარტივი პასუხი, იმიტომ, რომ 2 ოქტომბერს იქნება რეფერენდუმი, სადაც თითოეული ჩვენთაგანი გადავწყვეტთ და საბოლოო განაჩენს გამოვუტანთ, და გავისტუმრებთ ქართულ ოცნებას, მაგრამ მანამდე ჩვენ მოგვიწევს ერთობლივი ბრძოლა და ერთობლივი შრომა. ჩემთვის უდიდესი პატივია, აქ ვიყარო კენჭი და გავხდე თქვენი რჩეული.
ფოთში ყველა აკეთებს ფულს, მაგრამ არავინ ხარჯავს ფულს, ცენტრალური მთავრობა აკეთებს ფულს, მაგრამ აბრუნებს კაპიკებს. შეუძლებელია, უბრალოდ ჯანსაღ აზრთანაც არაა ახლოს, როდესაც ამდენი ტრაილერი დადის; სადაც პორტია, იქ დიდი ცვეთაა, სადაც დიდი ცვეთაა, იქ დიდი მოძრაობაა და სადაც დიდი მოძრაობაა, იქ მეტი რესურსია საჭირო, რომ მეტი რესურსი მოიზიდოს ფოთმა”,– თქვა მან წარდგენისას.
მანვე აღნიშნა, რომ უარი უნდა ეთქვათ ისეთ მერებს, რომლებსაც “საკუთარი ჩრდილისაც ეშინიათ და აპირებენ, რომ მარტო ოლიგარქს ემსახურონ”.