ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ევროპულ ბანკებში საკუთარი ანგარიშები დახურა და განაცხადა რომ უცხურ ბანკებს “არ ენდობა”.
“თქვენ შეგითანხმოთ ჩემი თანხების განკარგვა? სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში არანაირი სამართლიანობა არ არსებობს. ეს არის სამწუხარო რეალობა… ჩემს ფინანსებზე და თანხებზე თქვენ არ ინერვიულოთ.[…] რატო უნდა შევინახო, ნახეთ ბიძინა ივანიშვილთან როგორი დამოკიდებულება აქვთ და რა უქნეს ადამიანს. გაძარცვეს. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. რატო უნდა ვენდო?! არა, რა თქმა უნდა არ ვენდობი” – ამბობს კალაძე.
კალაძის ბოლო დეკლარაციით, რომელიც მიმდინარე წლის 31 იანვრით თარიღდება და 2023 წლის მდგომარეობას ასახავს, არც ერთი უცხოური ბანკის ანგარიში აღარ ფიგურირებს.დეკლარაციის მიხედვით, მმართველი პარტიის გენერალურ მდივანს ანგარიშები მხოლოდ ქართულ ბანკებში [საქართველოს ბანკი, ბანკი ქართუ, თიბისი ბანკი] აქვს გახსნილი.