ენმ–მ და ძალა ერთობაშიამ ვანი-სამტრედია-ხონი-წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წარადგინა. მანამდე კანდიდატად დევი ჭანკოტაძე მოიაზრებოდა და მისი საარჩევნო ბილბორდებიც იყო გამოფენილი.
გრიგოლ ვაშაძის თქმით, ქართული ოცნება ხშირად საუბრობს საქართველოს ხელისუფლების მიერ აგვისტოს ომის დაწყებაზე, რის გამოც მათ ეროვნულ კამპანიაში დევი ჭანკვეტაძის ჩართვა გადაწყვიტეს.
“ე.წ. ქართული ოცნების წამყვანი სპიკერების მხრიდან უკვე გაჟღერდა, რომ 2008 წელს საქართველოს ხელისუფლება წამოეგო პროვოკაციას. პირდაპირ ვერ ბედავენ, რომ საქართველოს დაადანაშაულონ ომის დაწყებაში. ამიტომ ბატონი დევი ჭანკოტაძე ჩვენ დაგვჭირდება ეროვნულ კამპანიაში.
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის ყველა რეგიონში 2008 წლის სამხედრო ტერორისტული აგრესიის მოგერიებაში დაგვეხმაროს. ბატონი დევი ჭანკოტაძე პროპორციულ საარჩევნო სიაში იქნება წარმოდგენილი”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ნაციონალურმა მოძრაობამ და ძალა ერთობაშიამ ცოტახნის წინ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.