პირველი კითხვა – მაინტერესებს კონკრეტული მაგალითები როდის დაინახეთ პრობლემა პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და გამოძიების ფუნქციას შორის კვეთაში. სად დაინახა პარლამენტმა პრობლემები კონკრეტული მაგალითები მჭირდება და თუ პარლამენტს ეს პრობლემები ჰქონდა, ამის შესახებ რატომ ვიგებ მე ამ კანონპროექტით? არსებობდა არაერთი ფორმატი, სადაც შეგეძლოთ დაგეძახათ. მე არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც თქვენს დაძახებულზე არ მოვსულიყავი პარლამენტში და არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც კოლეგიალობის ან ანგარიშვალდებულების პრინციპი დამერღვიოს პარლამენტთან. სად დაინახეთ პრობლემა და ეს პრობლემა სანამ გამოიხატებოდა კანონპროექტში, რატომ არ ვიყავით ჩვენ ინფორმირებულები?
მეორე კითხვა- ჩამომითვალეთ კონკრეტული მუხლები, რომლებიც ქმნის უკეთეს გარანტიებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებლობის. იმიტომ რომ არსებული კანონპროექტი არის არსებულის COPY-PASTE. და რაც არ არის COPY-PASTE ამაზეც დავსვამ აუცილებლად შეკითხვებს. რითი აძლიერებთ ამ სამსახურს, სახელმწიფო ინსპექტორის გარანტიებს, რომ 2 წლის თავზე კვლავ არ შეცვალოთ კანონი და არ მოისროლოთ სანაგვეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მისი თანამშრომლები.
მესამე კითხვა- თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ვაუმჯობესებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვას, რატომ არ არის ახალ კანონში ასახული ინსპექტორის სამსახურის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში გათვალისწინებული პროგრესული სიახლეები და რატომ არის არსებულის COPY-PASTE? იმიტომ, რომ ის კანონი 2 წელია თაროზე დევს, გამოძახილია ჯიდიპიარის და საერთაშორისო სტანდარტების გამოძახილი.
მეოთხე კითხვა – თუ ვსაუბრობთ, რომ ვაძლიერებთ საგამოძიებო მიმართულებას, ლონდა თოლორაია არ იქნება პროგრესული რეფორმების წინააღმდეგი, რატომ არ არის გათვალისწინებული ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რატომ არ არის გათვალისწინებული არასამთავრობო სექტორის მიერ გაცემული ბევრად საინტერესო რეკომენდაციები, რატომ არ არის არცერთი გამოწვევა ამ კანონპროექტში ასახული, რომელიც ინსპექტორის სამსახურის პირველ ანგარიშში იყო?
მეხუთე კითხვა – საინტერესო იქნებოდა მუხლები, რომლებიც ემატება ამ ქვემდებარეობის საკითხებს. მაინტერესებს სტატისტიკას თუ ფლობთ რამდენ შემთხვევაში იყო ეს მუხლები ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რადგან ამის პრეცედენტებს ვერ ნახავთ. გენპროკურორის ანგარიშსაც ჩახედეთ, რამდენ ასეთ მუხლს ნახავთ სამოხელეო დანაშაულის კონტექსტში?
მეექვსე კითხვა – თუ ეს მუხლი ქმედითია, რატომ ვერ გაუბედეთ გენპროკურატურას, რომ პროკურორებიც მოგეცვათ და პროკურორების მხრიდან ჩადენილი ეს მუხლებიც გამოეძიებინა ამ სამსახურს, მაშინ, როდესაც გაუბედეთ ინსპექტორის სამსახურს, რომ 288 გვერდი კანონპროექტი დაწერეთ ისე, რომ 1 კითხვა არ დაგესვათ. ლონდა, ასე ვაკეთებთ, კარგად ვაკეთებთ, ცუდად ვაკეთებ, იქნებ ტაშს ვუკრავდით ამ პროექტს. რატომ ჩაითვალა ინსპექტორის სამსახური თქვენითვის ისე უმნიშვნელოდ, რომ ერთი შეკითხვა არ დაგისვამთ.
მეშვიდე კითხვა – რომელ ევროპულ ქვეყანაში უქმდება არჩევითი თანამდებობა პარლამენტის მიერ და დამისახლეთ ამის პრეცედენტი თუ ყოფილა. ამასთან, დამისახელეთ საქართველოში მაგალითი, როდესაც უწყებების გაყოფის დროს რატომ ხდება სამსახურის ლიკვიდაცია და არა რეორგანიზაცია და რატომ არ ნაწილდებიან თანამშრომლები ორ სხვადასხვა სამსახურში?
მერვე კითხვა – გავიგე, რომ ამ კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილება არ მივიღეთ, ამის ღირსად არ ჩავითვალეთ, რატომ არ გამოგვეგზავანა თუნდაც უკვე დაინიცირებული კანონპროექტი, რომ დღეს ჩვენ გვქონოდა მეტი ინფორმაცია?
მიმართა სახელმწიფო ინსპექტორმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატებს. ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამსახურის გაუქმებაზე კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ მოამზადა. ცვლილებები ითვალისწინებს აღნიშნული უწყების 2 ნაწილად გაყოფას. სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, მან თავისივე სამსახურის გაუქმების შესახებ მედიიდან შეიტყო. ის ამ კანონპროექტს დამოუკიდებელი ინსტიტუტის დასჯად აფასებს.