რატო ალიყურს არ მოსცხებთო, ვერ ვიმეტებ.. ბიძინამაც არ შემიძლია გავიმეტოო -ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა ლადო კახაძემ POSTV-ის ეთერში განაცხადა.
“შენ ვერ წარმოიდგენ, რა გარემოში მიწევს ყოფა და რამდენ დარტყმას ვიღებ ახლობელი ადამიანებისგან, რას ელოდებით, რატო ალიყურს არ მოსცხებთ და რატო. მე ვაკავებ.რამდენი მოვიძულე, მოძულებით მთლად არა… დავიმდურე… მე ვუთხარი, კაცო, მე ექიმი ვარ, ხო იცით. ჩემთვის მთავარია ორგანოს შენარჩუნება და იმ სხეულის ნაწილების, რომელიც საჭიროა ფუნქციონირებისათვის. ვერ ვიმეტებ, არ გამოვა, ბიძინასთან საუბრის დროსაც ზუსტად ეგ იყო, ვერ ვიმეტებო, არ შემიძლია გავიმეტოო, კოჰაბიტაცია, ამაზე იყო ლაპარაკი, შინაგანად იყო ასეთი განწყობა. მე მაშინ ვუთხარი, რომ ზეთი და წყალი არ შეერთდება. რამდენიც არ უნდა ანძრიო, ანძრიო, ანჯღრიო, ანჯღრიო თერმოსი, არ შეერევა ერთმანეთს. და პარალელურად რეჟიმში იარსებებს ყოველთვის”- განაცხადა კახაძემ.