რაღაცას მივიღებთ, მაგრამ მივიღებთ ყველაზე ნაკლებს უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით – გვარამია EU-ს კანდიდატობაზე

“რაღაცას მივიღებთ, მაგრამ მივიღებთ ყველაზე ნაკლებს უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით” – აცხადებს, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ინტერვიუში.

“ჩვენ აუცილებლად რამეს მივიღებთ, მე გამიხარდება, რომ მივიღოთ ყველაზე მეტი, მაგრამ , ენის მოჩლექით არ უნდა ვილაპარაკოთ, ეს არ მოხდება. ჩვენ რაღაცას მივიღებთ, მაგრამ მივიღებთ ყველაზე ნაკლებს უკრაინასთან შედარებითაც და მოლდოვასთან შედარებითაც…ჩვენ ვართ მაჩანჩალები, მაგრამ ევროპასაც უნდა ახსოვდეს, რომ თუ ჩვენთან დიალოგს ფორმატს არ დაიტოვებს და სრულად ჩაგვიკეტავს კარებს, რასაც მე გამოვრიცხავ, მაშინ ეს მაჩანჩალობაც დაიკარგება და ჩვენ ვიქნებით რუსეთის მაჩანჩალები, ამიტომ არც ეს არ უნდა მოხდეს” – ამბობს ნიკა გვარამია.