რაღაცა ორგანიზაციაა ხო, “სამარცხვინო” თუ რაღაცა ქვია – მურუსიძე “სირცხვილიაზე”

“რაღაცა ორგანიზაციაა ხო, “სამარცხვინო” თუ რაღაცა ქვია”- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

”რაღაცა ორგანიზაციაა ხო, “სამარცხვინო” თუ რაღაცა ქვია. ხო, “სირცხვილია”, უკაცრავად. ისე, სახელების კარგი შერჩევა იციან. გუშინ მე ვუსმენდი ამ ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებას ტელევიზიაში. სასამართლოში რომ არის კლანი და სასამართლო რომ არის ძალიან ცუდი, მოყავდა 4 საქმე. მათგან 2 დამთავრებული არ არის, ერთი საქმე, რუსთავი 2-ის საქმე სტრასბურგმა განიხილა და თქვა, რომ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება არის სწორი. მეოთხე საქმეზეც გვაქვს მყარი არგუმენტი, უბრალოდ, მოსმენა არ უნდა არავის. ”- განაცხადა მურუსიძემ

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, სადაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევ 4 მოსამართლე წევრს უნდა უყარონ კენჭი, აქცია “კლანი უნდა დასრულდეს” იმართება. აქტივისტების და არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ეს ხელისუფლების მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევაა.