„ეს არ არის საყურადღებო ცვლილებები, ეს არის ის, რომ “ქართული ოცნების” ოფისში წესრიგს ამყარებს ბიძინა ივანიშვილი და ისევ თავის გემოზე ცვლის ვიღაცებს და პარტიაში უშვებს. განსხვავებული ეკონომიკური ხედვა წარმოადგინა კობახიძემ ან წარმოადგენს თუ საგარეო პოლიტიკური ხედვა ექნება?! ერთადერთი, რასაც იზამს, არის ის, რომ კარგად გაანალიზებს, რით გაანაწყენეს წინა პრემიერებმა მათ შორის, ღარიბაშვილმა 2 -ჯერ რატომ გაანაწყენა ივანიშვილი, რა იყო მიზეზი და ეცდება ამ მიზეზების პრევენციას საკუთარ თავში. ფაქტია, რაღაც აბრაზებს ხოლმე ივანიშვილს, რომელიც დროდადრო გამოვარდება ხოლმე წკეპლით და დაერევა ამ თავის პრემიერ-მინისტრებს. ღარიბაშვილს ეს პატივი ორჯერ ხვდა წილად. ამას გაანალიზებს კობახიძე და მოიქცევა ისე, რომ ისიც თავჩაღუნული არ გამოვიდეს და არ გვითხრას ასეთი პარადოქსი, რომ თითქოს თან ძალიან წარმატებულია და ამ წარმატების პიკზე უშვებენ,”

მის შესახებ ჟურნალისტებთან “მოქალაქეების” დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.