რაღაც ეტაპზე იძულებული გავხდი, მოქალაქეები ზედმეტად დამეზაფრა — იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის, რადგან რაღაც ეტაპზე მოქალაქეების “ზედმეტი დაზაფვრა” მოუწია.

,,აქვე მინდა ბოდიში მოვიხადო, ძალიან ვწუხვარ, რაღაც ეტაპზე მე იძულებული გავხდი, ჩემი თანამოქალაქეები ზედმეტად დამეზაფრა, ოღონდ მე გამოვდიოდი სუფთა რეალობიდან და რეალური საფრთხე დავანახე”, — განაცხადა პაატა იმნაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

მისივე თქმით, ცხოვრების ჩვეული წესის დაბრუნებას, ალბათ ერთი წელი დასჭირდება.

,,რაღაცები მოიხსნება, მაგრამ, რა თქმა უნდა, დარჩება გარკვეული შეზღუდვები და იმედი გვაქვს, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შესაძლებლობას მოგვცემს, რომ უფრო და უფრო მოიხსნას ეს შეზღუდვები. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩვენზე, რამდენადაც ვისწავლით COVID-19-თან ერთად ცხოვრებას”, — განაცხადა პაატა იმნაძემ.