“რაშისტებმა აზოვსტალთან, საავადმყოფოს ტერიტორიაზე ძლიერი ბომბი ჩამოაგდეს” – უკრაინელი ბიზნესმენი

უკრაინელი ბიზნესმენი,  სერგეი ტარუტა ავრცელებს, ინრომარაციას რომ აზოვსტალთან ოკუპანტებმა საავადმყოფოს ტერიტორია “ძლიერი ბომებით” დაბომბეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

“რუსმა რაშისტებმა ძლიერი ბომბი ჩამოაგდეს, “აზოვსტალის” რაიონში, საავადმყოფოს ტერიტორიაზე. ჩემი ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ 300-მდე ადამიანია, მათ შორის ბავშვები. საავადმყოფოს გადარჩენილ ნაწილში დამცველები დაიჭრნენ და მარიუპოლის მცხოვრებლები ბავშვებთან ერთად იმალებოდნენ”, – წერს ტარუტა.

მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადამიანები იმალებოდნენ აზოვსტალთან ახლოს მდებარე საავადმყოფოში.

„დიახ, მარიუპოლი, განსაკუთრებით აზოვის რეგიონი, მძიმე დაბომბვის ქვეშ მოექცა სუპერმძიმე ბომბებით. მაგრამ აზოვსტალის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი ხანია არავინ იმალებოდა, განსაკუთრებით ადრე დანგრეულ საავადმყოფოს შენობაში“, – აცხადებს, პეტრო ანდრიუშჩენკო.

ცოტა ხნის წინ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსი სამხედროს სატელეფონო საუბარზე დაყრდნობით  გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტები აზოვსტალის ქარხნის დაბომბვას, 3 ტონიანი ბომბებით გეგმავენ.

რუსეთი მარიუპოლში, აზოვსტალში მყოფ მებრძოლებს დანებებისკენ მოუწოდებს და ამისთვის დროს მოსკოვის დროით 14:00-დან 16:00 საათამდე აძლევს.

  • “ყველა, ვინც დადებს იარაღს, გარანტირებულად ცოცხალი დარჩება”. – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინის ხელისუფლებამ ორშაბათს განაცხადა, რომ 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმალებოდა მიწისქვეშა თავშესაფრებში უზარმაზარი აზოვსტალის ქარხნის ქვეშ.