“მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში რუსეთის ომის დანაშაულთა შესახებ ჩემი გამოსვლისას ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინის ომისგან ყველაზე მეტად მშვიდობიანი მოსახლეობა ზარალდება.

ყოველდღიურად 700-800 ჩვენი მოქალაქე რეკავს კომისრის ცხელ ხაზზე რუსეთის ომის დანაშაულებების მოხსენების მიზნით.

1500-მა მოქალაქემ იპოვა გამბედაობა, დარეკა ფსიქოლოგიური დახმარების ხაზზე და ეამბო ყველაზე საშინელი დანაშაულების – სექსუალური დანაშაულისა და წამების შესახებ.

რაშისტი სამხედროების მიერ გაუპატიურების შედეგად დაღუპული ორი და სამი წლის ბავშვების დედებისგან დავალება მაქვს, ვაცნობო სამყაროს ამ საშინელებათა შესახებ.

მასობრივი სექსუალური დანაშაულებები არის რუსული ომის ტაქტიკა უკრაინის ხალხის განადგურების მიზნით, ეს არის იარაღი უკრაინული სულის გასატეხად.

მაგრამ ეს არ იმუშავებს! ჩვენ ვისაუბრებთ, რომ მსოფლიომ იცოდეს!

ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა, მაგრამ არა ჩვენი ქალების, გოგოების და ბიჭების ფასად! მხოლოდ უკრაინელი ხალხის გაიმარჯვეს! და ის აუცილებლად მოხდება!

დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!”

განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ.