“რაც არ უნდა თქვას ხელისუფლებამ, სენატში რაც ითქვა, არის რეალობა”- ასე ეხმაურება, ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამერიკის შეერთებული შტატების სენატში საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ მოსმენასა და გაკეთებულ განცხადებებს. ამის შესახებ დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
“რა თქვეს აშშ-ს სენატში:
- ოლიგარქიული მმართველობა;
- პოლიტიკური პატიმრები, პოლიტიკური დევნა;
- ნიკა მელიას დაკავება უკან გადადგმული ნაბიჯი;
- რუსეთის ინტერესების გაძლიერება;
- ლეგიტიმაციის ზღვარი არ არის საკმარისი არჩვენებისთვის;
- სასამართლოს მართავს კლანი;
- ამომრჩეველზე ზეწოლის ზუსტი აღწერა;
- ოცნებას ეკისრება პასუხისმგებლობა;
- თუ დემოკრატია არ იქნება ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არსებობს;
- თავისუფალ მედიაზე ზეწოლა;
- სამოქალაქო სექტორზე ზეწოლა..
- წაშლილი ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის;
- მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტები;
რაც არ უნდა თქვას “ქართულმა ოცნებამ” – ეს არის რეალობა, რაც სენატში ითქვა” – წერს დეკანოიძე.