რაც ახლა უკრაინაში ხდება, ლუკაშენკოს პუტინზე ნაკლებად არ სტკენს გულს – პესკოვი

კრემლის სპიკერის,  დიმიტრი პესკოვის თქმით, ის რაც უკრაინაში ხდება, ვლადიმერ პუტინზე ნაკლებად არ სტკენს გულს ალექსანდრე ლუკაშენკოს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ალექსანდრე გრიგორევიჩს ვლადიმერ ვლადიმეროვიჩთან შედარებით გულს არანაკლებ სტკენს.

ალექსანდრე გრიგორევიჩი აბსოლუტურად უნიკალურ ურთიერთობაშია ჩვენს პრეზიდენტთან. მათ მართლაც უნიკალური ურთიერთობა აქვთ. მათ ისე ესმით იმის არსი, რაც ხდება ჩვენს ქვეყნებში და არსი იმისა, რაც ხდება ჩვენს ირგვლივ, როგორც სხვას არავის“, – განაცხადა პესკოვმა.