ის რაც გუშინ ვიხილეთ გაეროში და რაც განსაკუთრებით ბოლო დღეებში გამოჩნდა, არის ერთ-ერთი ყველაზე გაუგონარი ღალატი საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.

ოკუპირებული საფრანგეთის, ჰიტლერის მარიონეტულ ვიშის მთავრობასაც კი არ მოსვლია აზრად იმ თანამემამულეების გასამართლება, რომლებიც გერმანიის წინააღმდეგ იბრძოდნენ, პირველ მსოფლიო ომში და მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში.

ასეთი გააფთრებული, თავზეხელაღებული ღალატი ივანიშვილის ნოუ-ჰაუა და ნათელი სიგნალია ყველასთვის, ვისაც საქართველო უყვარს, ამ რეჟიმის გასაძევებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული სახელმწიფო სამუდამოდ გაქრება, მსოფლიო რუკიდან.

ეს არაა პარტიული ან საერთოდ პოლიტიკური საკითხი, არამედ არის ამბავი თითოეული ქართველის და საქართველოს თვითგადარჩენის ინსტინქტის გამოვლინების, სანამ ძალიან გვიან არ იქნება და არ აღმოვჩნდებით სიტუაციაში, როცა ვერც ჩვენს ქვეყანას და ვერც თითოეული ჩვენგანის მომავალს ვეღარ გადავარჩენთ.

წერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.