“ორ კატეგორიად იყოფიან ადამიანები, ერთნი, რომელიც თვითონ იღებენ პასუხისმგებლობას და აკეთებენ და მეორე კატეგორია, რომელიც ყოველთვის ელოდება ვიღაცის ინიციატივას, იმან უნდა გამიკეთოს, მომემსახუროს და… გამოდით ამ მდგომარეობიდან, ყველას გთხოვთ. იქ გამოგვიყენეთ, სადაც თქვენი ინიციატივის გვერდით დადგომაა საჭირო და ჩვენ არ გიღალატებთ, არცერთ შემთხვევაში. ყოველ შემთხვევაში, მე არ გიღალატებთ, სისხლს მოგცემთ საკუთარს. ცოდნა რაც მაქვს გინაწილებთ, მაგრამ ზოგი ღებულობს, ზოგი არ ღებულობს. ზოგი ისეთ რამეს დაწერს, ფეისბუქზე ამ ჩემი გამოსვლის მერე… არ მეშინია, ბატონებო, ამ თქვენი ლაპარაკის, რაც გინდათ ის დაწერეთ, დამწყევლეთ. მწყევლის ბევრი, მაგრამ მე, აი, აბჯარი მაცვია, ჩემი დამოუკიდებელი აბჯარი ჩემი მორალის, განათლების, თქვენდამი პატივისცემის და ამას მე ვისხლეტ, ისევე, როგორც პოლიტიკურ ველზე”
თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ლადო კახაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.