კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად, დღეს ექიმებს განსაკუთრებულ რეჟიმში უწევთ მუშაობა. საგანგებო რეჟიმის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გადაცემაში “რა დროს ძილია” ისაუბრა.
მან აღნიშნა, რომ ამ მოცულობის სამუშაოს ასეთ შემჭიდროებულ ვადებში შესრულება ექიმებს ჯერ არ დასჭირვებიათ. ასეთ დაძაბულ რეჟიმში თენგიზ ცერცვაძემ განსაკუთრებით ორი ადამიანი გამოყო.
“განსაკუთრებით მინდა გამოვყო ორი ქალბატონი. კლინიკური დირექტორი, მარინა ეზუგბაია და ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე. ეს ადამიანები რაც დაიწყო პაციენტების შემოყვანა სულ 3-4-ჯერ იყვნენ სახლში. დანარჩენი იქ ცხოვრობენ”- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.