რაც დღეს ხდება ჟურნალისტებზე, სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა – ნიკა მელია

“რაც დღეს ხდება ჟურნალისტებზე, სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა”- ამის შესახებ, ენმ-ის თავჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

“რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, რადიკალური ჯგუფების ორგანიზებული თარეში, ნადირობა ჟურნალისტებზე – სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა.

დღევანდელი ხელისუფლება მის მიერ მართული ჯგუფების ხელით და პოლიციის შეგნებული უუნარობით, კლავს სახელმწიფოს.
ოქტომბერში, რეფერენდუმის ტოლფას არჩევნებზე გადაწყდება, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ მომდევნო წლებში – დამოუკიდებელ, ამაყ სახელმწიფოში თუ ისევ იმპერიის უკანა ეზოში – გუბერნატორ ივანიშვილის დამყაყებულ გუბერნიაში!
სახელმწიფოს არ დაგამთავრებინებთ. თქვენ აუცილებლად დაგამთავრებთ! თუ როგორ, მალე,რამდენიმე დღეში შეიტყობს საზოგადოება!”- წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.