ასე ცუდად არ მინახავს, რაც ვნახე კოშმარი იყო – ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ, ”ვივა მედის” დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“პირველი რაც მინდა ვთქვა, მე ეს ადამიანი ასე ცუდად ამდენი ხანია არ მინახია, რაც ვნახე კოშმარი იყო სრული, ძალიან ცუდადაა, ვერ დადის, საწოლიდან. მე ბოლოს ვნახე ბოლოს რომ პროცესი იყო მაგის მეორე დღეს, ახლა ილია მიეხმარა საერთოდ რომ ოდნავ მაინც წამომჯდარიყო, ძალიან ცუდი სიტუაციაა”, – თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.