“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, ლელოს ინიციატივაში, რომ თუ ქართული ოცნება მოსამართლეების დანიშვნის პროცესს გააგრძელებს, ოპოზიციამ პარლამენტი დატოვოს, საღი აზრი არის.
“რაც ლელომ განაცხადა, კი, მაგაში, ჩემი აზრით, საღი აზრი არის. ამნისტიის ნაწილში, ისინი, ჩემი აზრით, გავიდნენ შეთანხმებიდან. ახლა არის მართლმსაჯულების ნაწილი, სადაც უკვე პრინციპში გასულები არიან, რადგან მოსამართლეების დანიშვნის პროცესი შეჩერებული არ არის. ამას მოჰყვება კიდევ საარჩევნო ნაწილი.
საარჩევნო საკითხების განხილვა, რომელიც ახლა მიმდინარეობს და თუ ქართული ოცნება არაფერს არ შეასრულებს და დარჩება მხოლოდ ოპოზიცია, რომელიც იქნება ერთგული შარლ მიშელის დოკუმენტის, ამ დოკუმენტს არანაირი შინაარსი არ ექნება, არც რაიმე კრიზისი განმუხტვაზე არ იქნება საუბარი. ერთადერთი საკითხი, რომელიც იქიდან იქნება დარჩენილი, მნიშვნელოვანი, ეს არის 43%-იანი ჩანაწერი, რომელიც არსებობს, რომელმაც მომავალი არჩევნები ოქტომბრის უნდა აქციოს რეფერენდუმად”, — განაცხადა ჯაფარიძემ ფორმულას ეთერში.
მანვე აღნიშნა, მისი პარლამენტში ყოფნა ისედაც დროებითი ამბავია, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი აქვს სარჩელი და მანდატის გაუქმებას ელოდება.
მამუკა ხაზარაძეს აქვს ინიციატივა, რომ თუ მმართველი ძალა მოსამართლეების დანიშვნას გააგრძელებს, ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს. მას ეთანხმებიან პარლამენტის ცალკეული დეპუტატები.