”ერთმანეთში ვერ იყოფენ რაღაცებს ოპოზიციის წარმომადგენლები, არის შიდა დაპირისპირება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ძალიან კარგია, მათ შორის, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, არის ორი პარტია, რომელსაც სურს მონაწილეობა, ორი პარტია, რომელსაც არ სურს მონაწილეობა, ეს გახლეჩაც ძალიან კარგია რადიკალურ ოპოზიციაში. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ყველა ერთია, მაგრამ არის იქ პიროვნული ამბიციები, პიროვნული დაპირისპირებები, სუბიექტური ინტერესები, რაც მეტი იქნება ასეთი განხეთქილება რადიკალურ ოპოზიციის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის”
ასე გამოეხმაურა ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე პარტია “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომ თუ ოპოზიცია არჩევნების ბოიკოტზე შეთანხმდნება, შიმშილობას შეწყვეტს.