რაც მეტხანს იქნება მელია ციხეში, მით მეტი წამება ელოდება “ქართულ ოცნებას” – ნათელაშვილი

რაც მეტხანს იქნება მელია ციხეში, მით მეტი წამება ელოდება “ქართულ ოცნებას” –  ამის შესახებ, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში განაცხადა.

“რაც მეტხანს იქნება ნიკა მელია საპატიმროში, მით ავად და შავად წაუვა საქმე ივანიშვილს და მის რეჟიმს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. დანარჩენი რას გადაწყვეტენ, ვნახოთ. რაც მეტხანს იქნება, მეტი წამება, მეტი გვემა და მეტი მოულოდნელი ხიფათები ელოდება, თანაც არა ხანგრძლივ პერიოდში, არამედ უახლოეს კვირებში და თვეებში”.- განაცხადა ნათელაშვილმა.