რაც მეტ ინფორმაციას მიიღებენ პარტნიორები უფრო კრიტიკული გახდება შეფასებები – დავით ბაქრაძე

“რაც მეტ ინფორმაციას მიიღებენ პარტნიორები უფრო კრიტიკული გახდება შეფასებები” – ამის შესახებ, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე აცხადებს. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით უფრო და უფრო კრიტიკული გახდება.

“ჩვენ პარტნიორებს ყოველდღიურად მეტი და მეტი ინფორმაცია აქვთ იმ დარღვევებზე, რომლებიც მოხდა წინასაარჩევნო პერიოდშიც და არჩევნების დღესაც. სწორედ მეტი და ობიექტური ინფორმაციის ასახვა არის ეს ანგარიში და მასში დაფიქსირებული უმძიმესი პრობლემები, თავისი უმძიმესი შეფასებით და დასკვნით, რომელიც მოვისმინეთ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისგან”, – ამბობს ბაქრაძე.