“სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს 9 წლიდან 8 წელი უფრო მეტი ბრუნდებოდა ქვეყანაში, ვიდრე მიდიოდა. ის რაც მოახერხეს ამ ბოლო 9 წელიწადში, ჩვენს ფეოდალებს, როდესაც ანაკლიიდან ყიდდნენ სტაბულის ბაზარზე ჩვენს გოგო-ბიჭებს, დასჭირდათ 70 წელიწადი. საქართველოს ეკონომიკა ჩამოყალიბდა ზუსტად ისეთ ეკონომიკად, როგორიც არის ვენესუელა, როგორიც იყო აქამდე მოლდოვა. ძირითადი მოლდოვა არის, რომ ყველა ადგილობრივი რესურსი ეკუთვნის ოლიგარქატს ან ერთ ოლიგარქს, ხოლო მოსახლეობა თავს ირჩევნს ან ნათესავებისგან გადმორიცხული ფულით ან ამ ოლიგარქის მსახურობით. ეს არის საქართველოს ეკონომიკური მოდელი, რომლიდანაც გაჭირვების გარდა სხვა არანაირი პერსპექტივა არ არის გაქცევის გარდა. ეს არის ტრაგედია, რომელიც ჩვენ თვალწინ ხდება. მე არ შემეძლო ჯდომა კიევში ან ჩემს კიევში, რომელიც ზუსტად უკრაინის პრეზიდენტის თავზეა განლაგებული და იქიდან ყურება, როგორ იშლება მარტივ მამრავლებად ჩემი ქვეყანა. ეს არის კატასტროფა იმ ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს იყო მსოფლიოს ნომერი პირველი ეკონომიკური რეფორმატორი”
განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.