“ყველაზე მთავარი რაც მნიშვნელოვანია, არის ქალაქის ბიუჯეტი. რამდენიმე დღის წინ, თბილისის საკრებულოში გადავაგზავნეთ უკვე დაზუსტებული ბიუჯეტი. დარწმუნებული ვარ, ამ ბიუჯეტს საკრებულოს წევრების მხრიდან მხარდაჭერა ექნება, რადგანაც მნიშვნელოვანია, დედაქალაქს ჰქონდეს შესაძლებლობა, ის პროექტები, რომელზეც ვსაუბრობდით წინასაარჩევნოდ, ყველაფერი იყოს შესრულებული. 2022 წლის ბიუჯეტი დაზუსტებული სახით, ჯამში, მილიარდ 545 მილიონ ლარს შეადგენს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ციფრია. აქედან მილიარდ 305 მლნ ლარი არის საბიუჯეტო, ხოლო 240 მლნ ლარი დონორების სესხების ნაწილი.
მე მინდა, ასევე შეგახსენოთ, წლების განმავლობაში როგორ იზრდებოდა თბილისის ბიუჯეტი. როდესაც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ 2017 აგვირჩია, მაშინ დავპირდით, რომ ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებდა. 2017 წელს ბიუჯეტმა, დაახლოებით, 825 მლნ ლარი იყო, ჩვენ ეტაპობრივად შევძელით ბიუჯეტის გაზრდა და 2021 წელს უკვე მილიარდ 250 მილიონზე ავიდა მუნიციპალური ბიუჯეტი. ამას რატომ ვუსვამ ხაზს? ზოგადად, რაც უფრო დიდია ბიუჯეტი, უფრო მეტია შესაძლებლობები იმისა, რომ ძალიან კარგი პროექტები განვახორციელოთ თბილისში მასშტაბით”
ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე მთავრობის სხდომაზე.