რაც უფრო მეტი ადამიანი გამოვა სამსახურებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭიროება მეტად დადგება და გახსნის პროცესს დააჩქარებს, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებას ველოდებით. როგორც კი იქნება ეს გადაწყვეტილება, იქვე იქნება რეკომენდაციებიც. მხოლოდ ამ პრევენციული ზომების ჩართვით მოხდება ყველა გადაწყვეტილების მიღება. ჩვენც არ გვაქვს ჯერ საბოლოო ინფორმაცია, როდის გადაწყდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის, როგორც მეტროს, ასევე ავტობუსების და საბაგიროების ამოქმედება“, – განაცხადა ბითაძემ.
„გახსნის ღონისძიებები ეტაპობრივად ხორციელდება და ბუნებრივია, რაც უფრო მეტი ადამიანი გამოვა სამსახურებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭიროება მეტად დადგება და ამ პროცესს დააჩქარებს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
წყარო: interpressnews.ge