“რაც ჩვენი თანხები სასაუბრო თემა გახდა, გადმორიცხვებმა მკვეთრად იმატა”- რიონის ხეობის აქტივისტის, მარიტა მუსელიანის თქმით, მას შემდეგ რაც მოძრაობის დაფინანსება საუბარი დაიწყო, შემოწირულობებმა მკვეთრად იმატა. როგორც მუსელიანი განმარტავს, მათ უკვე მიმართეს აუდიტს თუმცა აფულს არ ართემევენ და ესეც შემოწირულობის ნაწილში შევა.
“ჩვენთვის აუდიტი სავალდებულო არ არის და ვაპირებდით ანგარიშებისა და ხარჯის პირდაპირ გამოქვეყნებას. მერე გაირკვა, რომ ეს ძალიან დიდი მასალაა და ამის გადახედვა ძნელი იქნებოდა. ყველაზე სწორი და კარგი ფორმა იქნებოდა აუდიტი. აუდიტის იქნება დასკვნა ისეთი, რომელშიც სრულად წარმოჩინდება ყველაფერი და არავითარ შეკითხვას არ დატოვებს”, – აღნიშნა მუსელიანმა.