“ როგორც იცით, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი სამხედრო ურთიერთობა, მას შემდეგ რაც [საქართველომ] დამოუკიდებლობა მოიპოვა. გვინდა, ნათლად განვაცხადოთ, რომ ის, რაც ახლა ხდება საქართველოში, გავლენას ახდენს ქვეყნებს შორის ამ სამხედრო ურთიერთობებზეც. მართალია, ეს [ჩვენი] საკანონმდებლო ინიციატივა ცალკეა წარდგენილი, თუმცა ის ასევე აისახა თავდაცვის კანონპროექტზე, რომელიც ახლახან გავიდა შეიარაღებული ძალების კომიტეტში”

განაცხადა, ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე.