”დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, რომელიც ეხება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ძლიერ პარტნიორობას და თანამშრომლობას. ასევე, რა თქმა უნდა, მიმოვიხილეთ მსოფლიოში არსებული რთული ვითარება, მიმდინარე პროცესები, შევეხეთ, ბუნებრივია, რეგიონში არსებულ ვითარებას და ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში, უნდა დარეგულირდეს მოლაპარაკების გზით.

ასევე, მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, რეგიონისა და მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი და რთული გამოწვევების პირობებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობას და სტაბილურობას, რომელიც არის საკვანძო მოცემულობა ჩვენი რეგიონის განვითარების, და ზოგადად, ჩვენი ხალხების კეთილდღეობისთვის.”

განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ.