“ის რაც ხდება ჩემ მიმართ, არის ჩვეულებრივი დაგეგმილი ინვალიდიზაციისა და მკვლელობის პროცესი. ეს არის სახალხო დამცველის კონსილიუმის, “ემპათიის”, საუკეთესო სპეციალისტების, არცერთ სხვა ექიმს სხვა დასკვნა არ გაუკეთებია. ქალბატონმა თამარ აბაშიძემ, ვივამედის ნევროლოგმა დაწერა ზუსტად ისეთივე დიაგნოზი, რაც უწერია სახალხო დამცველს და ემპათიას. თქვენ მოგისმენიათ მრავალი ინტერვიუ ბატონი გრიგოლიასი, ხურციძის, თოიძის, რომ პენიტენციური სისტემის შიგნით ამ დაავადების მკურნალობა არის შეუძლებელი, ისინი გარდაუვლად მიმიყვანენ მე ინვალიდიზაციამდე. რას ნიშნავს ინვალიდიზაცია? ეს ნიშნავს ფიქრის საშუალების, მახსოვრობის წართმევას, გადაადგილების საშუალების წართმევას, ერთი სიტყვით, ინვალიდიზაცია ნიშნავს ინვალიდის ეტლში მიღებულ ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია აზროვნება”

თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშილმა სასამართლო სხდომაზე.