რაც ხდება, 2 ახსნა შეიძლება ჰქონდეს – სააკაშვილზე შურისძიება და მისი გათეთრება – მეზვრიშვილი

გიორგი გახარიას თანაგუნდელი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი ნათია მეზვირშვილი ამბობს, რომ “ოცნება საზოგადოებას აცხოვრებს ნაცმოძრაობის დღის წესრიგით”.

მისივე აზრით, რასაც ხელისუფლება აკეთებს, ეს მიხეილ სააკაშვილზე პოლიტიკური შურისძიებაა.

“რაც შეეხება სააკაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობთ, ჩვენ გვერდზე უნდა გადავდოთ ყოველგვარი პირადი შურისძიების მოტივები, რაც ოცნებას ამოძრავებს. წესით ხელისუფლებას მართლმსაჯულების აღსრულება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მიხეილ საკააშვილის მიმართ უნდა მოეხდინა.

მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე სრულად პასუხისმგებელია ქართული ოცნება. რეალურად, რასაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ კონკრეტულ პატიმართან დაკავშირებით ოცნება აკეთებს, ამას შეიძლება ჰქონდეს ორგვარი ახსნა – ერთი ის რაც ვთქვი, პირადი პოლიტიკური შურისძიება და მეორე, მიხეილ სააკაშვილის გათეთრება”,- ამბობს მეზვრიშვილი TV პირველის ეთერში.