“მისი განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საერთოდ არ არის არც კონსტიტუციის, არც კანონის საქმის კურსში და საერთოდ არ იცის, რას ნიშნავს თვითმმართველობა.

ამიტომ მე მას მოვუწოდებ, რომ რაც უფრო ხშირად გამოვა და ისაუბრებს, ე.წ. განათლებას შემოიტანს საზოგადოებაში, ყველა ნათლად დაინახავს, რატომ ვართ ამ უბედურ დღეში ბოლო 9 წლის განმავლობაში”

თქვა პარტია ლელოს ლიდერმა, თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატმა მამუკა ხაზარაძემ პრემიერმინისტრზე.