ჟურნალისტებმა უმრავლესობის ლიდერს, გია ვოლსკის კალაძის ფეიკნიუსთან ბრძოლის შესახებ ჰკითხეს, რა დროსაც მან ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა და მიმართა: “რა აგეწვათ ამისთანა, რა გაგიჟდით?”.
მან თქვა, რომ მთავარი არხის კითხვებს არ უპასუხებდა, თუმცა აღნიშნა–, “თქვენ გინდათ, რომ ყველას ტალახი მიასხათ და პასუხი ჩათვალოთ მედიაზე ზეწოლად, ეს აღარ გაგივათ უკვე – დამთავრდა”
On.ge-ს ჟურნალისტი დეპუტატს ჩაეკითხა, ხელისუფლების ეს პასუხიც არის თუ არა ასევე “ტალახის მისხმა”, რაზეც ვოლსკიმ თქვა, რომ პასუხი ფეიქნიუსის პრაქტიკულად გამოაშკარავებაა.
“რა ნიშნის მოგებით მელაპარაკებით, ვერ გავიგე. ტყუილებს რომ გაავრცელებთ, მიიღებთ პასუხს”, — უთხრა ვოლსკიმ ჟურნალისტს.
ამის შემდეგ მას ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტმა ჰკითხა, რამდენად ნორმალურია ხელისუფლების მხრიდან მედიის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება. ვოლსკიმ უპასუხა:
“რა აგეწვათ ამისთანა, რა გაგიჟდით. ტყუილი თქვით, დააბრალეთ ადამიანს და პასუხს გაძლევთ. ეს ფეიქნიუსების საამქრო რო გაქვთ თუ ცეხი გახსნილი, რა არი, ვერ გავიგე. რა გეწყინათ ამისთანა, პასუხი გაგცეს რა”,– თქვა ვოლსკიმ.