ყველა ადამიანს აქვს შიშები და ეს ნორმალურია. თუმცა, ვინ იფიქრებდა, რომ ფობია შეიძლება ჰოროსკოპის ნიშნავს უკავშირდებოდეს, ანუ თქვენი ფობა შესაძლოა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის ბრალი იყოს. ვნახოთ, რომელ ზოდიაქოს ნიშნებს რა ტიპის ფობიისკენ ავქთ მიდრეკილება:
ვერძი – ათაზაგორაფობია
ათაზაგორაფობია – ეს არის შიში, რომ უარგყოფენ და დაგივიწყებენ. ათაზაგორაფობიით შეპყრობილ ადამიანებს მუდმივად აქვთ შიში, რომ ადამიანები მათ უბრალოდ დაივიწყებენ. სპეციალისტები თვლიან, რომ ათაზაგორაფობია შეიძლება რამდენიმე მიზეზის თანხვედრითაც იყოს გამოწვეული – ოჯახური დრამა, ნეიროქიმია და ტკივილიანი ცხოვრებისეული გამოცდილება.
ვერძი– ერთ–ერთი ყველაზე თამამი ზოდიაქოს ნიშანია და მათი შეშინება ადვილი არ არის. მაგრამ ისინი ძალიან ამბიციურები არიან და მიჯაჭვულობაც ახასიათებთ. ამიტომაც მათთვის ნამდვილი კოშმარია იმის წარმოდგენა, რომ ადამიანებმა შეიძლება უარყონ და დაივიწყნ.
კურო – პენიოფობია
პენიოფობია – ეს არის სიღარიბის, რომელიც როგორც წესი მაშინ დგება, როცა ადამიანი ფინანსურ კრიზისს დაძლევს. ამის შემდეგ მას დიდხანს აშინებს აზრი იმის შესახებ, რომ შეიძლება იგივე პერიოდი განმეორდეს. კუროებს ფუფუნებაში ცხოვრება უყვართ და პარალელურად შიმშილის და სიღატაკის ეშინიათ. ამიტომაც მუშაობენ თავდაუზოგავად.
ტყუპები – დეციოფობია
ჰოროსკოპის ამ ნიშანს საშინლად ეშინია გადაწყვეტილების მიღების. რა თქმა უნდა, ამის კეთება დროდადრო უწევთ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა იძულებულნი არიან. ტყუპებისთვის მტანჯველია იმაზე ფიქრი, რომ ერთი ვარიანტის არჩევისას მეორეს კარგავენ. გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა მათში პანიკას და შფოთვას იწვევს.
კირჩხიბი – ტროპოფობია
ტრიპოფობიაში(კლასტერული ხვრელების (ხვრელების შეკრებილობის)შიში) არ აგერიოთ. ტროპოფობია –ეს არის მოგზაურობის შიში, ადგილსამყოფელის, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის, გადაადგილების შიში. კირჩხიბებს არ უყვართ სკოლის, სამსახურის ან პარტნიორების შეცვლა. მათზე ავეჯის გადაადგილებამაც კი შეიძლება ცუდად იმოქმედოს. კირჩხიბებს ცვლილებებთან შეგუება უჭირთ. ისინი ემოციურად მიჯაჭვულები არიან ახლობლებთან და სახლთან, სადაც ცხოვრობენ. გარდა ამისა, კირხიბებს არ უყვართ უცნობებთან ურთიერთობა, ასე რომ უცხო სახეებმა შესაძლოა მათში სტრესი გამოიწვიოს.
ლომი – ატიქიფობია
ატიქიფობია წარუმატებლობის შიშია. ამ ფობიის მსუბუქი ფორმა ბევრს აქვს, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს ნამდვილი პანიკა ეწყება იმის გაფიქრებაზეც კი, რომ რაღაც არ გამოუვათ და ჩაფლავდებიან.
ლომები საყოველთაო აღტაცებისკენ მიისწრაფვიან და მათთვის აზრი, რომ ვინმემ შეიძლება დაცინოს ან წაგება იწვნიონ მტანჯველია. ლომებისთვის ყველა სხვა ზოდიაქოს ნიშანზე მეტად მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ მათზე გარშემომყოფები.
ქალწული – პეირაფობია
ლოგოფობიას, ანუ გლოსოფობიას, რომელიც აკვიატებული შიშია სიტყვით გამოსვლის წინ და რომელიც ლოგონევროზს (ენის დაბმას) და მუტიზმს უკავშირდება, თავისი ვარიაციები აქვს: ლაპარაკის შიში ან უცნობ ადამიანებთან ლაპარაკის შიში, საჯაროდ სიტყვით გამოსვლების შიში (პეირაფობია) და სცენის შიში, ენის დაბმის შიში (ლალოფობია), ცალკეული სიტყვების წარმოთქმის შიში (ვერბოფობია).
ქალწულები ვერ იტანენ საჯაროდ გამოსვლებს. მათ კულისებს მიღმა ინტელექტუალური და ფარული სამუშაო ურჩევნიათ.
სასწორი – ალოდოქსაფობია
ალოდოქსაფობია სხვა ადამიანების აზრის მიმართ ირაციონალურ შიშს ნიშნავს. სასწორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რას ამბობენ მათზე. გარდა ამისა, მათ ეშინიათ კონფლიქტების და ყოველმხრივ თავს არიდებენ მათ. სასწორი იმდენად მშვიდობისმოყვარე ნიშანია, რომ ურჩევნიათ წყენა აიტანონ, ვიდრე ხმამაღალი სკანდალი მოაწყონ.
მორიელი – ტენატოფობია
ტენატოფობია– სიკვდილს ღრმა ეგზისტენციონალური შიშია. მორიელები, მიუხედავადთ მათი პირქუში იუმორისა, ძალიან სიცოცხლისმოყვარეები არიან. მათ სიცოცხლე უყვართ, მისი ყოველი გამოვლინებით და ძალიან ეშინიათ მისი დაკარგვის. მორიელს პანიკა ეწყება იმის წარმოდგენაზეც კი, რომ ოდესმე ყველაფერი უნდა დამთავრდეს.
მშვილდოსანი – კლეიზოფობია
კლეიზოფობია სოციალური შფოთიანობაა, რომელსაც ჩაკეტილი სივრცეები და შეზღუდული მოძრაობები იწვევს. ის თითქოს კლაუსტროფობიას გავს, მაგრამ უფრო მეტად გადაადგილების აკრძალვის შიშია, ვიდრე დახურული სივრცის შიში. ამ ფობიით შეპყრობილ ადამიანებს ლიფტები კი არა, ატრაქციონებზე უსაფრთხოების ღვედებიც არ უყვართ.
მშვილდოსნები თავისუფლებისმოყვარეები არიან და მათთვის აუტანელია აზრი იმის შესახებ, რომ მათი თავისუფლება რამემ შეიძლება შეზღუდოს.
თხის რქა – რაბდოფობია
რაბდოფობია კრიტიკის ან სასჯელის შიშია. ხშირად ვითარდება ბავშვობის ტრავმული გამოცდილოების შედეგად. თხის რქები ჰიპერპასუხისმგებლობიანი მშრომელები არიან. ამიტომაც მათთვის გულის ამრევია აზრიც კი, რომ ვიღაცამ მათი ნაშრომი გააკრიტიკოს. იმიტომ რომ საკუთარი თავის საუკეთესოკრიტიკოსი თხის რქა თვითონ არის.
მერწყული – ტასოფობია
ეს არის მოწყენილობისა და უსაქმურობის შიში, რომელიც შფოთვას და პანიკასაც კი იწვევს. მერწყულები იმდენად ქმედითნი არიან, რომ ვერ იტანენ უსაუქმრობის ტყვეობაში ყოფნას. ისინი ენერგიულები, ლაპარაკის მოყვარულები და ძალღონით აღსავსეები არიან. მერწყულისთვის არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე იმ ნაპერწკლის დაკარგვა, რომელიც მოძრაობას აიძულებს.
თევზი – სკოპტოფობია
სკოპტოფობია არის შიში სულელი ან სასაცილო გამოჩნდე გარშემომოყოფთა თვალში შენი ნაკლის გამო. ასეთი ადამიანები კომპლექსებით იტანჯებიან და მშვენიერებისგან ნებისმიერი გადახრა მათ მიერ აღქმულია როგორც რაღაც საშინელება, გულის ამრევი. დამშვიდდით თევზებო, ნუ ეძებთ საკუთარ თავში და ნუ ნერვიულობთ ისეთ ნაკლის გამო, რასაც სხვები საერთოდ ვერ ამჩნევენ.