“მთავარი შეკითხვა ისაა, რა არის საქართველოს ინტერესებში. ვერსიას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია სჭირდება თუ არა ქვეყანას ეს კანონი, რადგან ეს ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხის ქვეშ აყენებს. საქართველოს ბევრმა მეგობარმა მსოფლიოს გარშემო ევროპულმა საბჭომ, გაერომ, ევროკავშირმა და ამერიკამ არაერთხელ მოუწოდეს მთავრობას და პარლამენტს არ მიიღონ ეს კანონი, ეს ინიციატივა შეაფერხებს იმ ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ჯგუფების მუშაობას, ვინც ქართველების დახმარებას ცდილობს და საერთო მიზნებზე მუშაობენ, მიზნებზე, რომელიც მომავალს ემსახურება. ეს საქართველოს არ სჭირდება, მაინტერესებს, რატომ ხდება ეს, რა არის ამ კანონის მიღების ნამდვილი მიზანი და მიზეზი, რა დგას იმის უკან, რაც საქართველოს არ სჭირდება და რაც საფრთხეში ჩააგდებს იმ ევროატლანტიკურ მომავალს, რომელიც ქართველი ერის არჩევანია”,

აცხადებს, საქართველოში აშშ-ის ელჩი და  “ქართული ოცნების” რუსულ კანონპროექტს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს.