საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 3 მოთხოვნას აყენებს, რომელიც, მისი თქმით, პოლიტიკური ურთიერთობების ნორმალიზებისთვის არის საჭირო.
“იმისათვის რომ მოხდეს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, რაც მოგვცეს შესაძლებლობას, გადავლახოთ სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისი, საჭიროა სრული ნორმალიზაცია პოლიტიკური ურთიერთობების. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნიკა მელია დაუყოვნებლივ იქნეს გათავისუფლებული ყოველგვარი დამამაცირებელი პირობების გარეშე იმ მოთხოვნებით, რომელიც მან წამოაყენა.
მეორე, უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა უამრავი ადამიანის, მაგალითად, ნამოხვანის აქციაზე დაკავებული აჭარელი და სხვა აქტივისტების, იგივე გიორგი მუმლაძის.
მესამე, მე უნდა მომეცეს საშუალება, თავისუფლად ჩამოვიდე და ჩამოვდიოდე საქართველოში და მქონდეს ურთიერთობა ჩემს მხარდამჭერებთან და საზოგადოებასთან. სრული ნორმალიზაციისთვის არის ეს ნაბიჯები გადასადგმელი”,- ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.
ის მოუწოდებს ყველა პარტიას, დადგნენ ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა, მაგრამ მიუხედავად იმისა, ისინი რას გადაწყვეტენ, საქართველოში მაინც ჩამოვა.