უკრაინელი სამხედრო ექსპერტი ოლეგ ჟდანოვი განმარტავს, თუ რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, ალყაშემორტყმული მარიუპოლის ბლოკადის გარღვევა. ოლეგ ჟდანოვი აცხადებს, რომ პირველ რიგში, “აზოვსტალის” მცველებმა უნდა გაძლონ მანამ სანამ დონბასისთვის ბრძოლა არ დასრულდება რადგან, მარიუპოლის ბლოკადის მოხსნის შესაძლებლობა, დამოკიდებულია უკრაინელების დონბასში გამარჯვებაზე.
- ”აზოვსტალის მცველებს, შანსი აქვთ რომ გაძლონ დონბასში ბრძოლების დასრულებამდე. მთავარი ამოცანა სწორედ ესაა. დარჩენილი მცველებისთვის ბლოკადის გარღვევაც კი დიდი გამარჯვება იქნება. ბლოკადის მოხსნა კი დამოკიდებული იქნება დონბასში განვითარებულ სიტუაციაზე. ვოლნოვახადან მარიუპოლამდე 90 კილომეტრია. თუ დონბასში რუსული ძალების შენაერთი დამარცხდება და დაღლილ-დაქანცული იქნება, არის რეალური შანსი, რომ მარიუპოლის ბლოკადა გაირღვეს.” – აცხადებს ოლეგ ჟდანოვი.
უკრაინელი სამხედრო ექსპერტი ასევე აცხადებს, რომ ვოლნოვახადან მარიუპოლამდე 90 კილომეტრი „აზოვსტალის“ მცველებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ერთმანეთისგან ყოფს და სწორედ ბლოკადის გარღვევისთვის საჭირო სამხედროების რაოდენობისა და დანაკარგების გამო უკრაინის გენერალური შტაბი არ ცდილობს მარიუპოლის ბლოკადის გარღვევას..
- ”თუ დონბასში რუსეთის მთავარი შენაერთები დამარცხდებიან და იერიშზე გადასვლის შესაძლებლობას დაკარგავენ მაშინ ბლოკადის გარღვევის შანსი იქნება“.-დასძინა ექპსერტმა.