ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის გამოიყენოს ბირთვული იარაღი რუსეთის ტერიტორიის დასაცავად. ამ სიტყვებმა კვლავ გამოიწვია მსოფლიოში სერიოზული შეშფოთება იმის თაობაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტმა შეიძლება უკრაინაში პატარა “ტაქტიკური“ ბირთვული აფეთქება მოაწყოს.
აშშ–ს პრეზიდენტმა პუტინი გააფრთხილა, რომ ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სერიოზული ესკალაცია იქნება.
შეუძლია თუ არა რუსეთის არმიას უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება და რა საფრთხე არსებობს რეალურად?
რა არის ტაქტიკური ბირთვული იარაღი
ტაქტიკური ბირთვული იარაღი – ეს არის მცირე ბირთვული იარაღი გადატანის საშუალებასთან ერთად, რომელიც განკუთვნილი ბრძოლის ველზე გამოყენებისთვის ან შეზღუდული ბირთვული დარტყმის მისაყენებლად.
ის გამოიყენება კონკრეტულ რაიონში სამიზნეების გასანადგურებლად, მაშტაბური რადიოატიური დაბინძურების გარეშე.
რომელ ქვეყანას რამდენი ბირთვული ქობინი აქვს:
რუსეთი 5977
ნატო 5943 (აქედან 5428 აშშ–ს, 290 საფრანგეთს, 225 დიდ ბრიტანეთს).
ჩინეთი 350
პაკისტანი 165
ინდოეთი 160
ისრაელი 90
ჩრდილოეთ კორეა 20
ეს არის ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის მონაცემები და ყველა ციფრი მიახლოებითია.
ყველაზე მცირე ტაქტიკური ბირთვული ქობინის სიმძლავრე ერთ კილოტონამდეა ტროტილის ეკვივალენტში, ანუ აფეთქების სიმძლავრე არ აღემატება ათასი ტონა ტროტილის აფეთქებას. ყველაზე დიდი ბომბი შეიძლება 100 კილოტონა იყოს.
სტრატეგიული ბირთვული იარაღი ბევრად მძლავრია – 1000 კილოტონამდე.
სტრატეგიულ იარაღს უფრო დიდ დისტანციებზე –ათასობით კილომეტრის მანძილზე იყენებენ.
ყველაზე მძლავრი თერმობირთვული აფეთქება ისტორიაში–საბჭოური “მეფე–ბომბი“ 58 მეგატონაზე მეტს შეადგენდა. ხიროსიმაში ჩამოგდებული ამერიკული ატომური ბომბის სიმძლავრე 15 კილოტონა იყო.
რა ტაქტიკური ბირთვული იარაღი აქვს რუსეთს
ამერიკული დაზვერვის მონაცემებით რუსეთს დაახლოებით 2 ათასი ტაქტიკური ბირთვული ქობინი აქვს.
ტაქტიკური ბირთვული ბომბები შეიძლება სხვადასხვა რაკეტებზე განათავსო, რომლებიც ასევე გამოიყენება ჩვეულებრივი ქობინებისთვის, მაგალითად ფრთოსან ან ოპერატიულ–ტაქტიკურ რაკეტებზე, და საარტილერიო დანადგარებზეც კი.
რუსეთს ამ დროისთვის
- 1185 კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა აქვს, საიდანაც დიდი ნაწილი ბაზებზე ან ზღვაშია განთავსებული, მცირე ნაწილი კი საწყობში.
- 800 ბალისტიკური რაკეტა წყალქვეშა ნავებისთვის, იგივე პროპორციით განთავსებული ბაზებზე და საწყობში.
- 580 ბომბი ატომური ბომბი, რომელთა გაშვება ატომური ბომბდამშენებიდან ხდება. მათი დიდი ნაწილი საწყობებშია, მცირე ნაწილი კი ბაზებზე.
ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება ასევე შეიძლება მოხდეს თვითმფრინავებიდან ან გემებიდან. ასეთ ქობინებს რაკეტებზე, ტორპედოებზე ან წყალქვეშა ბომბებზე.
აშშ ამტკიცებს, რომ რუსეთი ბოლო წლების განმავლობაში ბევრ ფულს ხარჯავდა ასეთი იარაღის შემუშავებაზე მისი სიშორის და სიზუსტის გასაზრდელად.
გამოიყენეს თუ არა ოდესმე ტაქტიკური ბირთვული იარაღი
ამ ტიპის იარაღი რეალურ სამხედრო კონფლიქტში არასოდეს გამოუყენებიათ. ბირთვული სახელმწიფოები, როგორებიც არიან აშშ და რუსეთი, თვლიან, რომ ტაქტიკური მიზნების მისაღწევად ჩვეულებრივი თანამედროვე იარაღიც საკმარისია.
გარდა ამისა, არცერით ბირთვულ სახელმწიფოს აქამდე არ ქონია სურვილი გაერისკა ატომური ომის გაჩაღებით, რაც შეიძლება ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას მოჰყვეს.
ამის მიუხედავად, რუსეთი შეიძლება ახლა აპირებდეს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას და არა უფრო მსხვილი სტრატეგიული რაკეტების.
“შესაძლოა ისინი ამას არ განიხილავენ როგორც ბირთვული იარაღის გამოყენების ზღურბლის გადაბიჯებად. მათთვის ეს ჩვეულებრივი შეიარაღების ნაწილია“– ამბობს ბრიტანეთის საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის, Chatham House–ის საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი პატრისია ლუისი.
ღირს თუ არა ნერვიულობა პუტინის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე
2022 წლის თებერვალში უკრიანაში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე პუტინმა რუსული სტრატეგიული ბირთვული ძალები “განსაკუთრებული საბრძოლო მზადყოფნის“ რეჟიმში გადაიყვანა.
ცოტა ხნის წინ მან ბირთვული იარაღი იგულისხმა, როცა თქვა: “ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის არსებობის შემთხვევაში, რუსეთისა და ჩვენი ხალხის დასაცავად, ჩვეუნ აუცილებლად გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას. ეს არ არის ბლეფი.“
რუსეთი უკრაინის სამხრეთით მის მიერ ოკუპირებული რეგიონების ანექსირებას აპირებს და ამისათვის იქ ფიქტიურ, არალეგიტიმურ რეფერენდუმებს ატარებს, რომელთა შედეგებით კრემლი სავარაუდოდ გამოაცხადებს ამ ტერიტორიების რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ. როცა პუტინი აცხადებს, რომ მზად არის დაიცვას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, მათ შორის უკანონოდ მიერთებულ ტერიტორიებსაც გულისხმობს.
ამერიკული დაზვერვა ასეთ ქმედებებში ხედავს იმის ნიშნებს, რომ პუტინი სავარაუდოდ ცდილობს მუქარებით აიძულოს დასავლეთი უკრაინის დახმარება შეწყვიტოს და სინამდვილეში ბირთვული ომის გაჩაღებას არ აპირებს.
თუმცა, ზოგი შიშობს, რომ რუსეთს, ბრძოლის ველზე მარცხის შემთხვევაში შეიძლება გაუჩნდეს ცდუნება დაბალი სიმძლავრის ტაქტიკური იარაღი გამოიყენოს უკრაინაში იმისათვის, რომ თამაშის წესები შეცვალოს და ჩიხიდან გამოვიდეს, ან მარცხი აირიდოს თავიდან.
ამერიკული კარნეგის ფონდის ბირთვული ენერგიის ექსპერტი, ჯეიმს აკტონი ამბობს: “მაქვს შეშფოთების ყველა საფუძველი იმის გამო, რომ ასეთ გარემოებებში პუტინმა შეიძლება ბირთვული იარაღი გამოიყენოს– დიდი ალბათობით უკრაინის ტერიტორიაზე, რათა ყველა დააშინოს და თავისას მიაღწიოს. მაგრამ ჩვენ ჯერ არ მივსულვართ ამ წერტილამდე.“
როგორ რეაგირებს აშშ
აშშ–ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოუწოდა რუსეთს უკრაინასთან ომში ბირთვული იარაღი არ გამოიყენოს. CBS–თან ინტერვიუში ბაიდენმა თქვა, რომ ასეთი ქმედება ომის არსს შეცვლის და ამას თავისი შედეგები ექნება.
რთული სათქმელია, როგორ ირეაგირებენ ნატო და აშშ ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებაზე. ერთის მხრივ, მათ შეიძლება არ მოინდომონ კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია და თავი აარიდონ სრულმაშტაბიანი ბირთვული ომის გაჩაღებას. მეორეს მხრივ, მათ შეიძლება გადაწყვიტონ წერტილი დაუსვან ამ ისტორიას.
რუსეთის შეკავება ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებისგან კიდევ ერთ ქვეყანას – ჩინეთს შეუძლია, რადგან ექსპერტების თქმით, რუსეთი ახლა ძალიან არის დამოკიდებული ჩინეთის მხარდაჭერაზე, რომელსაც ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევყაში დაკარგავს.
მსოფლიოში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებისადმი დამოკიდებულებია ძალიან სერიოზულია, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტების უმრავლესობის აზრით რუსეთი მას არ გამოიყენებს. უბრალოდ, მისი გამოყენების შედეგები იმდენად დიდი და საშიშია, რომ თუნდაც უმცირესი ალბათობაც კი არავის აძლევს უფლებას მშვიდად იყოს.