“მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა ქვეყანაში. მე არ ველოდები იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა და ციხეში ჩაჯდება. სირცხვილია, რა აქვს მიხეილ სააკაშვილს სალომე ზურაბიშვილის შესაწყალებელი?! ან ვინ უნდა დააკავოს, იმ პოლიციელებმა, “გაიშნიკები” რომ იყვნენ და 80 ლარი ჰქონდათ ხელფასი, ჯოხი რომ ეჭირათ და 2 ლარიან ქრთამს იღებდნენ? იმათმა რატომ უნდა დააკავონ მიხეილ სააკაშვილი, რომ ჩააცვა, დაახურა?! ამ სამართალს არ აღიარებს მსოფლიოში არავინ”
თქვა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა ფორმულასთან ინტერვიუში.