რა გაკანკალებთ? თუ ვინმე რაიმე მაკომპრომატირებელს გამოაქვეყნებს, თქვენი ხელისუფლებაა – გვარამია კობახიძეს

“რა გაკანკალებთ? თუ ვინმე რაიმე მაკომპრომატირებელს გამოაქვეყნებს, თქვენი ხელისუფლებაა”, – ასე პასუხობს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

“ბატონო კობახიძე ნუ იკანკალებთ და ისტერიკაში ნუ ვარდებით, არავინ არასდროს ამ ტელეკომპანიაში თუ დარწმუნებული ვარ სხვა ტელეკომპანიაშიც, პოლიტიკურ პარტიებში, თუ ოპოზიციაში, ეგეთი ამორალური აღარ არის, რომ ეს იკადროს. თქვენი გადაღებულიც კი, რომ ჩაუვარდეს ხელში და გამოაქვეყნოს. თვითონ, როგორ უნდა გადაიღოს ვინმემ, თქვენი სუს-ის გარდა, გაუგებარია. კიდევ ერთი რამ, ბატონო ირაკლი, გამოქვეყნებაზე, რომ ლაპარაკობთ მარტო, რასაც თითქოს თურმე მთლად მე ვაპირებდი გამოქვეყნებას. თუ ასეთი მასალების არსებობის შესახებ თქვენთვის ცნობილია, გადამღებზე არ აპირებთ არაფრის თქმას? თუ ეგეც კასრიდან ამოღებული, 2007 წლს გადაღებული კადრები იგულისხმეთ? მაშინ თქვენ რა გაკანკალებთ? საერთოდ არავინ არ გიცნობდათ, დამშვიდდით, მე მგონი “ქართულმა ოცნებამ” სრული შემადგენლობით გააფრინა. თქვენ ჭიქაში დიდი ქარიშხალია და იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენ თვითონ გადარჩეთ და ამ ქარიშხალმა არ მოგიყოლოთ. თუ ვინმე ჩემზე, გინდა თქვენზე რაიმე მაკომპრომიტებელს გამოაქვეყნებს, თქვენი ხელისუფლებაა, ზუსტად ვიცი, რომ თქვენ არა, თქვენი უშიშროების სამინისტრო, ასე, რომ მაგ მიმართულებით ჩაატარეთ კვლევები გირჩევნიათ”, – თქვა ნიკა გვარამიამ.