:თაღლითი, კრიმინალი კალაძე დღეს საკრებულოში მიტაცებული არჩევნების შედეგად უსაქმურ, კორუმპირებულ მთავრობას დაამტკიცებს დედაქალაქში.
ეს ის კალაძეა, პირველი ტური რომ პირწმინდად წააგო თბილისში და თბილისელების 55 %-მა უარი უთხრა ( მათივე ცესკოს დათვლით )…
კალაძე, რომლის კორუფციული ხელმოწერის გამო 280 მილიონი ლარი ოკუპანტებს უნდა გადავუხადოთ…
მისი ბიზნეს ინტერესების გამო 7-8 თეთრით გაუძვირდა თბილისელებს ბუნებრივი აირის გადასახადი… კალაძის უშუალო პოლიტიკური ჩართულობით ( გენერალური მდივანი ) სამეგრელოში სიკვდილამდე მიიყვანეს პედაგოგი ია კერზაია…
მისი გენერალური მდივნობის პერიოდში, მისი პარტია ახორციელებდა ზეწოლას ბათუმის საკრებულოს წევრ ნუგზარ ფუტკარაძეზე, რაც ასევე გარდაცვალებით დასრულდა …
ყაჩაღი და კრიმინალი მერის პირობებში, მის მიერ წახალისებულმა კრიმინალმა ფრთები გაშალა დედაქალაქში და ერთი მეორეს მიყოლებით გვიხოცავენ პატარა ბავშვებს, ძარცვავენ, აყაჩაღებენ კლავენ… რას მოყვება საკრებულოს სხდომაზე,
სად არის დიღმის ჭალებში ოაზისი იქნებაო და დრაბილკებს რომ ამუშავებს,
სად არის საბაგიროებს რომ დაპირდა თბილისელებს, სად არის სამგორი-ლილოს მეტრო, მარტო ბანერზე რომ გამოაკრა.სად არის მაღალსართულიანი და მიწისქვეშა პარკინგები, მთავრობის სხდომებზე რომ პოზირებდა, სად არის ვარკეთილის მეტროს ჭერი, 4 წელი ისე ამოწურა, რომ ვერ დაკიდა… სად არის თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი მეტრო – ჩიტმა წაიღო.
რა უნდა ისაუბროს სმოკინგში გამოწყობილმა, “გალსტუკიანმა პეპელამ”. მოუყვება თბილისელებს მის პიარში ათობით მილიონი რომ დახარჯა 4 წელიწადში.
მოყვება ამ გაჭირვებულ ქალაქში 56 პიარ-მენეჯერი რომ ემსახურება. ეტყვის თბილისელებს მის ნათელმირონ წულაიას 16 მილიონი ლარის ქონება 1 ლარად რომ აჩუქა. მოყვება სამშენებლო ბიზნესის მონოპოლიაზე. იტყვის იმ ქრთამების, ატკატების შესახებ, ნებართვებში რომ იხდიან კომპანიები, ნაძვის ხეში მილიონი რომ გადაიხადა და ჯოხი შემოგვტენა.
მოყვება ახალ წელს თბილისელები რით შეხვდებიან და ამასობაში მისი მოადგილე (ირაკლი ხმალაძე) ანგუსის სტეიკს რომ ჩაუჯდება მილიონიან სასახლეში, გაუზიარებს ხალხს. რა გაქვს სათქმელი, ყაჩაღო და მკვლელობების თანამონაწილე კახი, თბილისელებისთვის
მძარცველი და ყაჩაღი ხარ რუს ოლიგარქთან ერთად.აუცილებლდ მოვა დრო (მალე), იზეიმებს სამართალი და აღმოჩნდება მის მიერვე ნაყიდ 35 000 ლარიან პოლიტიკურ სანაგვეში”
წერს ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერზე. კახა კალაძე დღეს საკრებულოს თბილისის მთავრობას წარუდგენს.