ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოში პაციენტები საავადმყოფოში ნაცნობობით ხვდებიან, თუმცა ამას სისტემატური ხასიათი არ აქვს. მისი მტკიცებით, მსგავსი ფაქტები ამერიკასა და გერმანიაშიც ხდება.
“სისტემურად არ ხდება. ერთეული შემთხვევები უთუოდ იქნება. თქვენ რა გგონიათ, ამერიკაში არ ხდება ერთეული შემთხვევები, ან გერმანიაში? ამ ქვეყანაში პაციენტის კლინიკაში მოთავსების ერთეული შემთხვევები შეიძლება იყოს ნაცნობობით. არსებობს მთელი სქემა, რომელსაც გვერდს ვერ აუვლი, ყველაფერი იტვირთება პორტალზე, ზარები ფიქსირდება 112-ში, ფიქსირდება ოჯახის ექიმთან, საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი ამაზე მუშაობს.
თუ გვიანდება, ეს სხვა არის, უცხოეთში ხანდახან 5 დღე ელოდებიან სასწრაფოს. იქ არავინ არაფერს არ ამბობს. გამოიძახეთ და ნახეთ, რამდენ ხანში მოვა. მოვა ჩქარა, ან, შეიძლება, 1, საათში, 2 საათში, 3 საათში, 4 საათში. 1 შემთხვევა შეიძლება იყო, როცა 5 დღე ელოდებოდნენ. იქ მასობრივი იყო”,– ამბობს თენგიზ ცერცვაძე ფორმულასთან საუბრისას.