“როდესაც საუბარია ინდივიდუალურ სანქციებზე, პრემიერმინისტრმა ძალიან კარგად განმარტა, თუ რა საფრთხეებს ვხედავთ ჩვენ და ამ საფრთხეებზე ვესაუბრებით ჩვენ ევროპელ და უკრაინელ კოლეგებს. როგორ გგონიათ, ჩვენ ამაზე საუბარი არა გვაქვს?! როდესაც ასეთ სიფრთხილეს იჩენს პრემიერმინისტრი, ეს მისი ძალიან დიდი პასუხისმგებლობიდან მოაქვს, იმ პასუხისმგებლობიდან, რომელიც თქვენს წინაშე აქვს. რა გგონიათ, ჩვენ თქვენზე ნაკლები პატრიოტეტები ვართ? არავისზე ნაკლები პატრიოტები არა ვართ! ჩვენი საქმიანობით და ცხოვრებით გვაქვს დამტკიცებული საქართველოს ერთგულება და იმ უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც რუსული აგრესია ჰქვია საქართველოში.

როგორ გგონიათ, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ასეთი სიფრთხილით არ უნდა ეკიდებოდეს პროცესს?! როდესაც 40 კილომეტრში, აი, აქვე დგანან, მათ არ სჭირდებათ დამატებითი მობილიზაცია, ის მობილიზაცია, რაც განახორციელეს უკრაინასთან მიმართებით, თვეობით ჯარების მოყვანა აქ, აქვე არიან, ავტობანიდან ჩანს მათი ოკუპაციის შედეგი, რამდენიმე წუთი დასჭირდებათ იმისთვის, მთლიანად საქართველო თავდაყირა დააყენონ. როგორ გგონით, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია რას აპირებენ და როგორ აპირებენ? ის რომ ბორელთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, გუშინ გამოდის ბორელი და ამბობს, რომ შემდეგი შეიძლება საქართველო იყოსო, ეს ხომ არ არის ჰაერზე ნათქვამი სიტყვები”

თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანმა.