რა გვერდითი მოვლენები გამოუვლინდა პაატა იმნაძეს ვაქცინაციის შემდეგ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძის თქმით,  კორონავირუსის ვაქცინაციის შემდეგ, გვერდითი მოვლენები გამოუვლინდა.მისი თქმით, ზოგ მის კოლეგას აცრის შემდგომ 39 ჰქონდათ სიცხე და ასეთ შემთხვევაში არის პარაცეტამოლი საჭირო.

„მე მაგალითად გვერდითი მოვლენა მქონდა მკლავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება მქონდა მეორე დღეს და შემდეგ სახსრის ტკივილი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ  15 მარტს საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო. პირველი საჯაროდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აიცრა.