ხშირად ვიხსენებ ხოლმე სლოვაკეთის შემთხვევას, როდესაც პრემიერი მეჩიარი ისე იქცეოდა, როგორც საქართველოს მმართველი გუნდი. ახდენდა მართლმსაჯულების პოლიტიზებას, პრობლემა იყო მისი დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ, მაშინ კომისიამ და საბჭომ თქვეს – “თქვენ უნდა შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულებები და ქმედებები და სანამ ასე არ მოხდება, ჩვენ არ დავიწყებთ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებას”. მაშინ ხალხმა ძალიან სწორი დასკვნა გააკეთა, მათ არჩევნებით შეცვალეს ხელისუფლება.
საქართველოს მთავრობა ან ცვლის საკუთარ მოქმედებებს ან თუ ვერ ახერხებს ამას რაიმე გავლენის გამო და მე არ ვიცი, რა დაბრკოლება აქვთ, რომ მათ დაიწყონ მოქმედება, როგორც ევროპულმა ხელისუფლებამ, მაშინ დემოკრატია დემოკრატიაა, მაშინ ხალხი, რომელსაც ძალიან სურს ევროკავშირში გაწევრიანება, აკეთებს არჩევანს.
თქვა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ფორმულასთან.