უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, განა მალიარი ბოლო 3 დღის განმავლობაში რუსეთის სავარაუდო დანაკარგის შესახებ ინფორმციას ავრცელებს.
მისი განცხადებით, უკრაინულმა მხარემ გაანადგურე რუსეთის 27 თვითმფრინავი, 26 ვერტმფრენი, 146 ტანკი, 706 ჯავშანმანქანა, 49 ქვემეხი, 1 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი BUK-ი, 4 გრადი, 30 ავტომობილი, 60 ცისტერნა, 2 უპილოტო საფრენი აპარატი ОТР, 2 გემი/კატერი.
მალიარის თქმით, დაიღუპა დაახლოებით 4300 რუსი სამხედრო. მისი განმარტებით, ინფორმაცია შეიძლება დაზუსტდეს, რადგან ძალიან რთულია მონაცემების მოპოვება ბრძოლის შემდეგ, რადგან მეთაურები პირველ რიგში ბრძოლის წარმართვაზე არიან ორიენტირებული.
თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ ცნობების მიღება მხოლოდ ბრძოლის დასრულების შემდეგაა შესაძლებელი, ბრძოლები კი საკმაოდ იწელება დროში და უწყებამ მონაცემები, შესაძლოა, მეორე დღეს მიიღოს. ასევე როდესაც ბრძოლა ღამით მიმდინარეობს, ერთ კალენდარულ დღეს იწყება და მეორე დღეს მთავრდება, საკმაოდ რთულია იმის დადგენა, ზუსტად რა თარიღშია დანაკარგი.